............................................................
მე ვარ სანდრო გეგეჭკორი. ვარ მესამეკლასელი.
ჩემს თავს ასე დავახასიათებდი
ს – სხარტი, სანდო
ა – ალალი
ნ – ნიჭიერი
დ – დინჯი
რ – რისკიანი
ო - ონავარი
მე მიყვარს ჩემი სახელი და ვთვლი, რომ სრულიად შემეფერება.
თურმე ბავშვობიდან მამაჩემს ალექსანდრე, ხოლო დედაჩემს სანდრო მოსწონდა, შეთანხმდნენ და ორივე სახელი მქვია.
ალექსანდრე – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “მამაც მცველს”, “მცველ ვაჟკაცს”
სანდრო, ისევე როგორც საშა, ალეკო, ალიოშა, ალექსი მისი საალერსო ფორმაა. ამ სახელისგაანაა მიღებული გვარი – ალექსანდრია. გამიგონია ქალაქიც – ალექსანდრია. აგრეთვე გვხვდება ალექსანდრესგან ნაწარმოები ქალის სახელი – ალექსანდრა.
ალექსანდრე ერქვათ დიდ ცნობილ ადამიანებს:


ალექსანდრე მაკედონელი – იმპერატორი, რომელმაც, თითქმის ნახევარი
მსოფლიო დაიპყრო.
ალექსანდრე პუშკინი – დიდი რუსი მწერალი, რომლის ნაწარმოებებიც,

თაობის ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს.
ალექს

ალექსანდრე ჯავახიშვილი – გეოგრაფი.
კახეთის მეფეები – ალექსანდრე I, ალექსანდრე II
იმერეთის მეფეები: -ალექსანდრე I, ალექსქნდრე III,ალექსანდრე IV,ალექსანდრე V.
ალექსანდრე ჩივაძე – ქართველი ფეხბურთელი. ჩვენი “დინამოელი”
სანდრო ახმეტელი – დიდი ქართველი რეჟისორი.

სანდრო ბოტიჩელი – ცნობილი იტალიელი მხატვარი. მისი ნამდვილი სახელია- ალესანდრო დი მარიანო ფილიპეპი. განსკუთრებით ლამაზია ბოტიჩელის მადონა.
და მრავალი სხვა.. მას ოქროსფერ მხატვარსაც ეძახიან, რადგან მის ნახატებში ოქროსფერი ჭარბობს.



ამდენი სანდროსა და ალექსანდრეს შემდეგ, ვხვდები, რომ ჩემი სახელი ძალიან ცნობილია მთელ მსოფლიოში და ძალიან მიხარია, რომ ასეთი გამოჩენილი ადამიანების მოსახელე ვარ.